დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტირებული თხილის ღირებულება 37%-ით გაიზარდა

ექსპორტირებული თხილის ღირებულება 37%-ით გაიზარდა

27-01-2025 15:11:00

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით 12.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 1.7 ათასი ტონით (17%-ით), ხოლო ღირებულება - 19.7 მლნ აშშ დოლარით (37%-ით) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 17%-ით გაიზარდა და 6.01 $/კგ შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ლიეტუვაში და სხვა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები