დღეს, ექსპოჯორჯიაში უძრავი ქონების კვირეული გაიხსნა.
უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ექსპოჯორჯიას ორგანიზებით და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) თანაორგანიზებით ხორციელდება.
კვირეული აერთიენებს ოთხ Ძირითად ღონისძიებას:
• უძრავი ქონების გამოფენა
• სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build
• Nar საერთაშორისო კონფერენცია
• უძრავი ქონების ფორუმი
გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია 11:00 საათიდან ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში მიმდინარეობს.
გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: ექსპოჯორჯიას დირექტორი - რესან ქიქავა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი.
უძრავი ქონების კვირეულის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრება თბილისის მერიის ეკონომუკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია, პოლონეთის ელჩი-მარიუშ მაშკევიჩი, აშშ-ის რეალტორთა ასოციაციის, პრეზიდენტი-კენი პარსელი, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის პრეზიდენტი-ვაჟა მებაღიშვილი.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება