ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით აქტიური კომპანიების სტატისტიკაში საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი ლიდერობს.
როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, 1-ალი აპრილის მდგომარეობით ამ მიმართულებით აქტიური 82 544 კომპანია იყო, რაც მთლიანად აქტიური კომპანიების 34.5%-ია.
17 023 აქტიური კომპანია მოდის დამამუშავებელი მრეწველობაზე, რაც მთლიანი აქტიური კომპანიების 7.1%-ს შეადგენს.
ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულებით დღეისათვის აქტიურად მიიჩნევა 16 128 კომპანია, რაც მთლიანი აქტიური კომპანიების მაჩვენებლის 6.7%-ია.
აქტიური კომპანიების 3.7% მოდის განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებზე. ამ სეგმენტში აქტიურია 8 856 კომპანია.
აქტიური კომპანიების ბაზრის 3.5%-ის მფლობელია პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - აქტიურია 8405 კომპანია.
რეალურად, 1-ელი აპრილის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიიჩნევა 239 087 კომპანია, აქედან 51 966 კომპანიის ანუ სრული მოცულობის 21.7%-ის საქმიანობა საქსტატისთვის უცნობია.
საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ერთეული აქტიურია, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
1) ბრუნვა 0 (დღგ-ს, ყოველთვიური საშემოსავლო და სხვა დეკლარაციები);
2) ხელფასი ან დასაქმებულთა რაოდენობა>0 (ყოველთვიური საშემოსავლო და სხვა დეკლარაციები);
3) აქვს მოგება ან ზარალი (მოგების დეკლარაცია);
4) გადაიხადა ნებისმიერი სახის გადასახადი, გარდა მხოლოდ ქონების გადასახადისა.
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება