საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის თემა „წყალმომარაგება | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო. დისკუსიას მოდერაციას Business Insider Georgia-ს და Economic Forum-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა.
„ეკონომიკური ფორუმის მე-15 დისკუსია შეეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს, რომელიც თანაბარი აქტუალობისაა, როგორც დედაქალაქისთვის ისე რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, ასევე როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ისე ბიზნეს სექტორისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებისთვის. საკითხი შეეხებოდა წყალმომარაგების თემას, უზრუნველყოფას, გამოწვევებს. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მხრივ სახელმწიფო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლების მოსმენა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა დეტალურად და ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ხედვაზე, სტრატეგიაზე. მან სრულად მიმოიხილა ის გამოწვევები და ის შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს ამ სექტორი. ისევე როგორც საინტერესო იყო მარეგულირებლის მხრიდან, დავით ნარმანიას მხრიდან სემეკის პოზიციის გაცნობა, როგორც პროცესთან დაკავშირებით, ისე ცხადია სატარიფო პოლიტიკასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. და კიდევ უფრო ფართოდ GWP-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიგა ნადირაძემ ვრცლად ისაუბრა GWP-ის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც „აქვალიამ“, როგორც ინვესტორმა დაიწყო საქმიანობა GWP-ში თუ რა გამოწვევების წინაშეა GWP-ი და ასევე რა ახალი შესაძლებლობები აქვს და ახალი გეგმები აქვს დედაქალაქში და იმ ქალაქებში სადაც GWP-ი ოპერირებს უწყვეთ წყალმომარაგებასთან დაკავშირებით და ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი