დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკურ ზრდასთან ერთად უფრო მეტი პროფესიონალი კადრები გვჭირდება - შოთა ბურჯანაძე

ეკონომიკურ ზრდასთან ერთად უფრო მეტი პროფესიონალი კადრები გვჭირდება - შოთა ბურჯანაძე

09-07-2023 03:00:38

 

კადრების დეფიციტი, სამწუხაროდ, მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში დარჩება გამოწვევად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს რესტორანთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. მისი თქმით, 
ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სფეროს უფრო მეტი პროფესიონალი კადრები სჭირდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ არამხოლოდ ჩვენს სფეროში არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებით დღეს საქართველოში კადრების დეფიციტია. ამას აქვს თავისი მიზეზები: პირველი - შეიძლება ეს იყოს კადრების უცხოეთში გადინება და მეორე - ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სფერო ძლიერდება და ფართოვდება, შესაბამისად კადრებზე მოთხოვნა იზრდება.

ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი კადრები გვჭირდება. ეს ის კადრებია ძირითადად, რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი თუ პროფესიული სასწავლებლები პირდაპირი მნიშვნელობით ვერ გვაწვდის.

შესაბამისად უფრო ღრმავდება პრობლემა და მის აღმოსაფხვრელად და დასაძლევად გარკვეული ნაბიჯებია საჭირო. დღეს ჩვენ გვყავს უმაღლესი სასწავლებლების 55-ათასამდე და პროფსასწავლებლებში 5-დან 10 ათასამდე კურსდამთავრებული. სანამ ეს ვითარება არ დაბალანსდება და შესაბამისად 40/60-ზე, ან მინიმუმ 50/50-ზე არ იქნება კადრების დეფინიცია უმაღლეს სასწავლებელსა და პროფესიულ სასწავლებელს შორის, ეს პრობლემა ვერასოდეს ვერ გადაიჭრება.

ქვეყანას არ სჭირდება ამდენი კურსდამთავრებული და შესაბამისად ეს პრობლემა პრობლემად რჩება. ამისათვის იდგმება ნაბიჯები და მისასალმებელია, რომ დღეს პროფსასწავლებლების სახით იქმნება დუო, დარგობრივი უნარების ორგანიზაციები, სადაც სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესი შესაბამის ნაბიჯებს დგამს მათთვის სასურველი კადრის შერჩევის, გაზრდისა და დასაქმების პროცესში. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა. ასევე გარდაუვალია იმ ქვეყნებიდან სადაც სახელფასო ბიუჯეტი საქართველოზე უარესია ე.წ. „გასტარბაიტერების“ ჩამოსვლის აუცილებლობა. ეს დასაქმდება იმ სხვადასხვა ადგილებზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მუშაობის სურვილი არ გააჩნია. შესაბამისად ეს იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა. დღეს პრობლემა დგას და მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ აღმოიფხვრება, თუმცა ის ვითარება რაც დღეს გაქვს რთული გამოწვევების წინაშე გვამყოფებს“, - განმარტავს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე.

რაც შეეხება „გასტარბაიტერებს“, შოთა ბურჯანაძის თქმით, დღეს მათი რაოდენობა მინიმალურია. „პროცენტულად შესაძლოა 3-4%-ი იყოს. ეს ადამიანები მოთხოვნის შესაბამისად პროპორციულად არიან გადანაწილებული“, - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები