კომერციული ბანკების მიერ ლარში და დოლარში გაცემული სესხების მოცულობა მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის დაკრედიტება იზრდება.
სებ-ის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში 29.68 მლრდ ლარის სესხი იყო გაცემული, ხოლო უცხოურ ვალუტაში 8.94 მლრდ დოლარის, შესაბამისად ზრდა 2023 წლის მარტთან შედარებით ლარის შემთხვევაში 19%-ია, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებში 15%-ი.
ლარში სესხების მოცულობის ზრდა განსაკუთრებით სახეზეა 2023 წლის მეორე ნახევრიდან, რაც პირდაპირ კავშირშია რეფინანსირების განაკვეთის კლებასთან, რაც ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადად გრძელდება.
უახლესი
39 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა