ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოს (ECBC) ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება ECBC-ის ორგანიზებითა და Euromoney Conferences-თან თანამშრომლობით 16-18 მაისს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ჩატარდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები, ანალიტიკოსები, კომერციული ბანკების, სარეიტინგო სააგენტოებისა და საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებს იპოთეკური ობლიგაციების დანერგვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება გაუზიარა.
მიმოხილვაში ეკატერინე მიქაბაძემ იპოთეკური ობლიგაციის, როგორც კომერციული ბანკისთვის გრძელვადიანი და იაფი დაფინანსების წყაროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ამ ინსტრუმენტის დანერგვა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ცენტრალური ბანკის მონეტარული ოპერაციების ოპტიმიზაციას.
კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე და ამავე დეპარტამენტის კორპორაციული ფინანსების განყოფილების უფროსი თეიმურაზ ხატიაშვილი.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო6 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი