დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ECA - თურქული ბაზრის ლიდერი ექსკლუზიურად გორგიაში

ECA - თურქული ბაზრის ლიდერი ექსკლუზიურად გორგიაში

11-06-2024 19:27:00

რემონტს თუ ახლა იწყებთ, ან უბრალოდ ხარისხიან გათბობა-გაგრილების პროდუქტს ეძებთ, მაშინ ეს სტატია აუცილებლად გამოგადგებათ, რადგან ჩვენ გაგაცნობთ ბრენდს, რომელიც თურქული ბაზრის უპირობო ლიდერი და მნიშვნელოვანი იმპორტიორია.

ამ ბრენდის შეძენა საქართველოში, კერძოდ კი „გორგიაში“ არის შესაძლებელი.

ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქცია, ხელმისაწვდომი ფასები - ეს არის ECA (ეჯეა). ეჯეას ჯგუფი წამყვანი თურქული ბრენდია, რომელიც გათბობა-გაგრილებისა და სამზარეულო-აბაზანის პროდუქციას აწარმოებს. კომპანიის ასეთ წარმატებას განაპირობებს მათი თანამედროვე მიდგომები და ის ტექნოლოგიები, რომლებსაც იყენებენ. 

ისტორია:

კომპანიის ისტორია 1957 წელს იწყება, როცა Elginkan Group-მა დაიწყო წარმოება E.C.A-ს სავაჭრო ნიშნით. დღეს ამ ჯგუფში გაერთიანებულია 14 ქარხანა და 21 კომპანია. ECA მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტს შემდეგი სასაქონლო ნიშნებით: E.C.A., SEREL, EMAS, ODÖKSAN, ELBA, AR და YAK. Eleks Dış Ticaret A.Ş.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენება. ECA 1953 წლიდან ქმნის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს ელექტროენერგიის ეკონომიას. კომპანია პროდუქციას აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებით, რომლებიც მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას. 

ღირებულებები:

ეჯეა იმ კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც კულტურა და  ტრადიციები უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ის. Elginkan Group-ისთვის უმთავრესია თურქული ტრადიციების ერთგულება, სამართლიანი მუშაობა, გარემოზე ზრუნვა და ამ ღირებულებების მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

კომპანიის მთავარი ლოზუნგია- „ერთად წლების განმავლობაში (Yillarca Beraber , To be together for years…)”.

პროდუქცია:

ECA  აერთიანებს გათბობა-გაგრილების, სამზარეულო-აბაზანის პროდუქციას და მათ აქსესუარებს, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა ხაზის ქვეშ, მაგალითად -  Gelios plus, Proteus Premix და სხვ. 

ისინი ერთმანეთისგან ვიზუალითა და ხარისხობრივი კომპონენტებით განსხვავდება, თუმცა ყველაზე ბიუჯეტური ხაზიც უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული პროდუქტისგან არის დამზადებული. 

კომპანია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პროდუქტის  დახვეწასა და განვითარებაზე. ამან განაპირობა ის, რომ თავისი ტექნოლოგიით თურქეთის 45 საუკეთესო ბრენდს შორის მოხვდა.

ECA ხარისხის სადარაჯოზე

ECA-ს პროდუქცია  სერტიფიცირებულია და გადის ტესტირების მრავალეტაპიან პროცესს გამოყენებამდე. 

„ეჯეა“ იმ ბრენდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებისთვისაც ხარისხი უპირველესია. შესაბამისად, თითოეული პროდუქტი ჩვენთან მოსვლამდე უამრავ შემოწმებას გადის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითოეული წარმოებული პროდუქცია იტესტება ინდივიდუალურად. 

ყველა წუნდებული პროდუქცია ტესტირებისას ამოღებულია წარმოებიდან, რაც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლამდე უმაღლესი ხარისხისა და სანდოობის მიწოდებას. კომპანიის მთავარი მიზანიც სწორედ მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნება და პროდუქციის გაუმჯობესებაა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები