დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძალიან ძლიერია ტრადიციული ტურიზმი, თუმცა ასევე ექსპორტის კონტრიბუციაც იყო მაღალი - ოთარ ნადარაია ივნისის ეკონომიკურ ზრდაზე

ძალიან ძლიერია ტრადიციული ტურიზმი, თუმცა ასევე ექსპორტის კონტრიბუციაც იყო მაღალი - ოთარ ნადარაია ივნისის ეკონომიკურ ზრდაზე

30-08-2024 16:00:00

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა, რაც იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებლებია. თიბისის კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ფიქრობს, რომ აღნიშნული ზრდა დიდწილად განპირობებულია ტურიზმით და ასევე ექსპორტის მაჩვენებლებით. 

„თიბისი კაპიტალის აგვისტოს პუბლიკაციის მიხედვით, თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით არამარტო ივლისში, არამედ აგვისტოშიც ძლიერი ზრდა ჩანს. 7,4%-ი რაც ჩვენ 2024 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ გვქონდა გვქონდა, დღევანდელი მონაცემებით უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა ჩანს. თუმცა ივლისის ეკონომიკური ზრდა, რაც საქსტატმა გამოაქვეყნა და 13%-ს შეადგენდა, მაინც უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენ ველოდით. 

ეს წინასწარი შეფასებაა და როდესაც სექტორულ ჭრილში დავაკვირდებით, უკვე იქ გამოიკვეთება დეტალები. ძალიან ძლიერია ტრადიციული ტურიზმი, თუმცა ასევე ექსპორტის კონტრიბუციაც იყო ძალიან ძლიერი. იცით, რომ ფეროშენადნობებს ექსპორტში დიდი წილი აქვს და და ამანაც განაპირობა ზრდა, ისევე როგორც სხვა საექსპორტო პროდუქტებმა, რომელსაც დიდი ადგილობრივი კომპონენტი აქვთ“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა.

 


უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები