დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„დომინოში“ „შავი პარასკევის" აქცია დაიწყო  - რემონტისთვის საჭირო პროდუქტები 50 %-მდე ფასდაკლებით გაიყიდება

„დომინოში“ „შავი პარასკევის" აქცია დაიწყო - რემონტისთვის საჭირო პროდუქტები 50 %-მდე ფასდაკლებით გაიყიდება

24-11-2023 20:00:16

„შავ პარასკევთან" დაკავშირებით 24-26 ნოემბერს ,,დომინო" თავის მომხმარებელს ყველა სექციაში 50%-მდე საჭირო ფასდაკლებებს შესთავაზებს.

ფასდაკლება იქნება ,,დომინოს" როგორც დიღმის, ასევე ,,ისთ ფოინთის" ფილიალებში. როგორც კომპანიიდან ,,Business Insider Georgia- ს აცნობეს, ფასდაკლებით პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ონლაინაც შეეძლება.

,,დომინო მომხმარებელს სთავაზობს საჭირო ფასდაკლებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მაღაზიაში წარმოდგენილი ფასდაკლებული პროდუქცია მნიშვნელოვანი დანაზოგია რემონტის პროცესში მყოფი ადამიანისთვის.

შესაძლოა, 30-40% შავი პარასკევისთვის არცთუ ხმამაღალია, თუმცა სამშენებლო მასალებზე, ავეჯზე, წამყვანი ბრენდების ინსტრუმენტებზე ამ ტიპის ფასდაკლება მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა და დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს მომხმარებელს.

გარდა ფილიალებისა, ფასდაკლებული პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეეძლება ონლაინ, დომინოს ვებგვერდზე: https://www.domino.com.ge/ სადაც შესაძლებელია მიწოდების სერვისით სარგებლობა ან მომხმარებელს შეუძლია, თავად გაიტანოს პროდუქცია. თბილისის მასშტაბით 100₾-ზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას მიწოდება უფასოა", - აცხადებენ კომპანიაში.

ფასდაკლება ვრცელდება პროდუქციის შემდეგ კატეგორიებზე:

  • ბაღის სექციაში - 40%-მდე ფასდაკლება (ქოთნებსა და მცენარეებზე 30%-იანი ფასდაკლება).
  • ავეჯის სექციაში - 30%-მდე ფასდაკლება (სტელაჟებზე, სეიფებსა და თაროებზე 30%-იანი ფასდაკლება).
  • საყოფაცხოვრებო სექციაში - 50%-მდე ფასდაკლება.
  • ფილების სექციაში - 60%-მდე ფასდაკლება.
  • დეკორის სექციაში - 60%-მდე ფასდაკლება.
  • განათების სექციაში - 50%-მდე ფასდაკლება.
  • იატაკის საფარის სექციაში - 30%-მდე ფასდაკლება (ხალიჩებზე 30%-იანი ფასდაკლება).
  • ინსტრუმენტების სექციაში - 30%-მდე ფასდაკლება (ხელის ინსტრუმენტებზე, სამღებრო ინსტრუმენტებზე, კიბეებზე 30%-იანი ფასდაკლება).
  • სანტექნიკის სექციაში - 50%-მდე ფასდაკლება.
  • კარის სექციაში - 30%-მდე ფასდაკლება.
  • სამშენებლო მასალების სექციაში - 20%-მდე ფასდაკლება (საღებავის უფასო ტონირება).

ცნობისთვის, სამშენებლო ჰიპერმარკეტი დომინო, 2015 წლიდან გთავაზობთ 60 000-მდე დასახლების პროდუქციას საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისთვისა და მებაღეობისთვის.

გარდა ამისა, ,,დომინოს"' დიღმის ფილიალში 400-მდე საპარკინგე ადგილია, რაც მთლიანად ხსნის მათთვის პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემას.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები