ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსულებელმა ნათია თურნავამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიას განუცხადა, რომ სავალტო ბაზარზე ფუნდამეტური პრობლემები არ არის და სავალუტო კურსი ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის შედეგად.
„ეკონომიკაში სიტუაცია დადებითია, ზრდა არის კვლავ მაღალი. ამავდროულად ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი არის,რაც ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგია. საკრედიტო აქტივობაც არის ზომიერი. რაც გვაძლევს საშუალებას,რომ ხელი შეუწყოთ სესხებზე ხელმისაწვდომობას. ერთ-ერთი ჩვენი გადაწყვეტილება სწორედ ამას ემსახურება.
რაც შეეხება სავალუტო ბაზარს, ფუნდამენტური პრობლემები ბაზარს არა აქვს. მოგეხსენებათ, რომ კურსი ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის შედეგად. მიწოდებას რაც შეეხება, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში კვლავ მდგრად დონეზეა.
ჩვენ მთლიანობაში ვაკეთებთ სავალუტო რეზერვების დაგროვებასა და შესყიდვას, როცა ამის შესაძლებლობა გვეძლევა. აგვისტოს ჩათვლით წელს ჩვენ $1,5 მილიარდის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შევიძინეთ. ხოლო საპირისპირო ინტერვენცია 10-ჯერ ნაკლები ციფრია $150 მილიონი ჯამში.
ინტერვენციები, დოლარის გაყიდვა ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა,როდესაც ვხედავთ ერთჯერადი მოკლევადიანი ფაქტორის რისკს ან გავლენას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შედარებით დიდი მერყეობა.
[დოლარის გაყიდვა] კურსის მერყეობის გასანეიტრალებლად კეთდება, მხოლოდ ერთჯერადი გავლენების დროს. ზოგადად ჩვენ ერთგულები ვართ მცურავი სავალუტო რეჟიმის დაცვის პოლიტიკის მიმართ“, - განაცხადა თურნავამ.
უახლესი