დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიზელზე ფასის კლება მეტწილად, რუსეთიდან იმპორტმა განაპირობა - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

დიზელზე ფასის კლება მეტწილად, რუსეთიდან იმპორტმა განაპირობა - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

30-03-2023 15:00:26

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, დიზელი ბოლო პერიოდში 30-40 თეთრით გაიაფდა და ტენდენცია კიდევ გაგრძელდება.

იობაშვილის თქმით, რამდენიმე დღით ადრე საწვავის იმპორტიორ კომპანიებს დიზელზე ფასების შემცირების რეკომენდაციით მიმართეს, რაც სასოფლო-სამეურნეო სექტორის მხარდაჭერის სურვილით იყო განპირობებული.

„2022 წელს ამ დროს დიზელის ფასი 3,80 ლარი იყო. რამდენიმე თვის წინ დაიწყო ფასმა შემცირება და დღეს უკვე ზოგიერთ კომპანიაში 1 ლიტრის ფასი 2,60-2,69 ლარის ფარგლებშია.

რამდენიმე დღის წინ ვთხოვეთ კომპანიებს, რომ საგაზაფხულო სამუშაოებია და შესაძლებლობის ფარგლებში გამოინახოს რესურსი ფასდაკლებისთვის, რითაც ფერმერებს ხელს შევუწყობთ. სექტორმა ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა. ბოლო 2 თვის შუალედში ფასები დაახლოებით 30-40 თეთრით შემცირდა და ეს ტენდენცია გრძელდება.

ბევრი რამ გლობალურ პროცესზეც არის დამოკიდებული, როგორი იქნება პოლიტიკური სიტუაცია ", - ამბობს ვახტანგ იობაშვილი Business Insider Georgia- თან.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე დიზელის გაიაფება დიდწილად რუსეთიდან იმპორტს უკავშირდება. დაახლოებით ერთ თვეში კი აზერბაიჯანიდან შემოვა ევრო 5 სტანდარტის დიზელი, რაც საბოლოოდ დიზელზე ფასების დარეგულირებას უზრუნველყოფს.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 148,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,3%-ს შეადგენს.

ამავე თემაზე:

 იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები