დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას - ირაკლი ღარიბაშვილი

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას - ირაკლი ღარიბაშვილი

31-07-2023 21:37:33

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს, რაც ხაზს უსვამსსტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციების პატივისცემას, - ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

 

მისი თქმით, საქართველო მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას.

 

„სიხარულით ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მოკლედ გაგაცნობთ ჩემ ქვეყანას. უპირველეს ყოვლისა, მინდა შეგახსენოთ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო მრავალი ცივილიზაციის გული იყო საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებრიობის 3000-წლიანი ისტორიით. ჩინეთის მსგავსად, საქართველოც ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მდიდარი ისტორიით და კულტურით. ჩემი ქვეყანა სტრატეგიულად განლაგებულია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, წარმოადგენს როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელ ნაწილს, ასევე დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ამ უნიკალურმა მდებარეობამ საშუალება მისცა აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს საქართველოში შერწყმოდნენ ერთმანეთს, რამაც ამ ორი სამყაროს კულტურათა მიმზიდველი ნაზავი შექმნა.

 

ჩვენი მემკვიდრეობა ასახავს სხვადასხვა ცივილიზაციების გავლენას, მაგრამ მაინც გამოირჩევაუნიკალურობით. ქართული კულტურას გამორჩეული და უქრობი ხიბლი გააჩნია - ცოცხალი ტრადიციული ცეკვებიდან და სულისშემკვრელი პოლიფონიური სიმღერებიდან დაწყებული,იშვიათი გემოების მქონე კერძებამდე და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციამდეგაგრძელებული, რამაც საქართველოს, როგორც მეღვინეობის სამშობლოს გაუთქვა სახელი.

 

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს, რაც ხაზს უსვამსსტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციების პატივისცემას.

 

ეს ღირებულებები ქმნიან ქართული იდენტობის არსს, წარმოადგენენ ძირითად პრინციპებს, რომლებიც განგვსაზღვრავენ ჩვენ. მათი დაცვის პირობებში, პატივს ვცემთ ჩვენს მემკვიდრეობას და საფუძველს ვუქმნით ერის გაერთიანებასა და აყვავებას, ვავითარებთ ინოვაციებსა და მოდერნიზმს.

 

ამ გზაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას", - განაცხადა პრემიერმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები