დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
კახა კალაძის განცხადებით, ცენტრში სხვადასხვა ტიპის სივრცეები მოეწყობა.
„დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ვხედავთ, თუ რამხელა მასშტაბია. ამ პროექტით გათვალისწინებულია ყველა სივრცე ვარჯიშისა და დასვენებისთვის. აქ არის კალათბურთის, ფეხბურთისა და საჭიდაო დარბაზები, ტანვარჯიშისა და ტრენაჟორებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები, ორი დიდი აუზი - პატარებისა და ზრდასრულებისთვის. ეს ჩვენი დაპირება იყო. აქვე ფეხბურთის ფედერაციას განხორციელებული აქვს ძალიან კარგი პროექტი - საფეხბურთო ცენტრი, რომელსაც გარკვეული მოწინააღმდეგეები ყავდა, თუმცა ხედავთ, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან კარგი გამოვიდა. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს სივრცე, რომელიც გაზაფხულზე უკვე დასრულებული იქნება. დარჩენილია წვრილმანი სამუშაოები, რომელიც გაზაფხულამდე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დარბაზებისა და აუზების გარდა, ცენტრში ასევე განთავსდება კრივის რინგი, ხმის ჩამწერი სტუდია, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სკოლა, საკონფერენციო დარბაზი და სამაგიდო თამაშების სივრცე. ცენტრს ასევე აქვს მიწისქვეშა პარკინგი.
დედაქალაქის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.
უახლესი
6 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება