თუთიყუშების მსოფლიო დღე ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება. აღნიშნული დღესასწაული დაარსდა 2004 წელს World Parrot Foundation-ის მიერ და არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ამ ლამაზ და ჭკვიან ფრინველებს.
ეს დღე მიზნად ისახავს ყურადღების მიქცევას იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ეს ფრინველები აწყდებიან ველურ ბუნებაში და ტყვეობაში.
თუთიყუშები ფრინველთა ყველაზე მრავალფეროვანი და ფერადი ჯგუფია, 350-ზე მეტი სახეობით. მათ აქვთ მაღალი ინტელექტი, მეტყველების სწავლისა და მიბაძვის უნარი, ასევე უნიკალური ხასიათი. თუთიყუშებმა არ იციან ლაპარაკი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - უბრალოდ ახსოვს და იმეორებს სიტყვებსა და ბგერებს.
თუთიყუშები ძალიან ერთგულები არიან თავიანთი პარტნიორის მიმართ და მათი დაწყვილება შესაძლებელია მთელი ცხოვრების მანძილზე.
თუთიყუშებს აქვთ მონოკულარული ხედვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხედავენ თითოეული თვალით ცალკე.
პატარა თუთიყუშები ცოცხლობენ 15-25 წელიწადს, დიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელია.
თუთიყუშებს უყვართ ალკოჰოლი და შეუძლიათ მისი მიღება ფერმენტირებული ხილისა და თხილის ჭამით.
თუთიყუშებს აქვთ მწვავე სმენა და შეუძლიათ თავის 180 გრადუსით შებრუნება.
პირველი ევროპელები, რომლებმაც თუთიყუშები დაინახეს, იყვნენ ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები, რომლებიც შეიჭრნენ ინდოეთში.
ძველ რომში თუთიყუშები, რომლებსაც ლაპარაკი შეეძლოთ, უფრო მეტი ღირდნენ, ვიდრე ახალგაზრდა მონები.
ავსტრალიაში არის თუთიყუშების სპეციალური სკოლები, სადაც ამ ფრინველებს ლაპარაკს ასწავლიან.
მსოფლიოში ყველაზე დიდი თუთიყუში არის ჰიაცინტის მაკა, რომლის სიგრძე 1 მეტრს აღწევს და წონა 2 კგ-მდეა, ყველაზე მძიმე კი კაკაპო ანუ ბუ თუთიყუში, რომლის წონა 4 კგ-ს აღწევს.
მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი თუთიყუში არის აფრიკული რუხი თუთიყუში, რომელსაც შეუძლია დაიმახსოვროს 2000-მდე სიტყვა და სხვადასხვა ინტონაციით წაროთქვას.
უახლესი
4 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე6 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს6 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა