იცით, რომ ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვაძლიერებთ. დღეს თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ავტობუსები გვყავს და კიდევ ემატება 18-მეტრიანი ავტობუსები, - განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.
„ჩვენ ახლა გვყავს „ევრო 5“ და „ევრო 6“-ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც უძლებს ევროკავშირის ნებისმიერ კრიტიკულ სტანდარტს და შესაბამისად, ჩვენ ამითაც გავუფრთხილდებით გარემოს. ბუნებრივია, ჩვენ თუ გვექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები, ასევე ავტობუსები იქნება კომფორტული და არ იქნება გადავსებული, დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობაც ნელ-ნელა დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას“, - აღნიშნა წილოსანმა.
უახლესი
1 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი