FIABCI-Georgia წევრ კომპანიებს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში უმასპინძლებს. Get Together ღონისძიება, რომლის თანაორგანიზატორიცაა Property Georgia, 28 ივნისს, 11 საათზე დაიწყო. შეხვედრას უძრავი ქონების სექტორის წამყვანი კომპანიებიდან 50-მდე მონაწილე ესწრება.
Get Together შეხვედრის ფარგლებში FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტი ისაუბრებს მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი FIABCI-Georgia Prix d’Excellence 2024 დაჯილდოების- ,,უძრავი ქონების ოსკარების“ შესახებ. ღონისძიება გაგრძელდება სექტორში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეებიც გაცნობით. Galt & Taggart-ის წარმომადგენელი, ზუკა თავყელაშვილი წარადგენს პრეზენტაციას: ,,უძრავი ქონების ტენდენციები და მოლოდინები.“ არქიტექტურული კომპანია ,,თიმთუ“ ისაუბრებს LEED სერტიფიცირებული არქიტექტორის როლზე მდგრად არქიტექტურაში.
ღონისძიების ფორმატში, ასევე იგეგმება ,,მსოფლიო ბანკის“ წარმომადგენლის ონლაინ ჩართვა მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის მსვლელობისას შემოთავაზებული იქნება საინტერესო პრეზენტაციები, როგორც ახლადშემოერთებული, ასევე ძველი წევრებისგან. ღონისძიება დასრულდება ბიზნეს ლანჩით, რა დროსაც კომპანიებს არაფორმალურ ვითარებაში შეეძლებათ საქმიანი კონტაქტების დამყარება.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა