დღეს თბილისი სომხურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი ეწვევა.
სანოსიანი ქართველ კოლეგებთან ერთად ერევანსა და თბილისს შორის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებს განიხილავს.
როგორც Business Insider Georgia-ს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განუცხადეს, სომხური მხარე ბიზნეს ფორუმზე დაახლოებით 115 კომპანიით, საქართველო კი 200 კომპანიით იქნება წარმოდგენილი, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს და კომპანიების რაოდენობა დაემატოს.
რაც შეეხება სფეროებს, პალატაში განმარტავენ, რომ ფორუმში მონაწილეობის მსურველი კომპანიები ყველა სექტორს ფარავენ, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც ტურიზმის, ჰორეკა, სამშენებლო და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებია.
ბიზნეს ფორუმი სასტუმრო „შერატონ პალასში“ გაიმართება
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოდან სომხეთში ექსპორტი 192%-იან ზრდას აჩვენებს. ორ თვეში საქართველომ სომხეთში 133,081.48 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 45,620.2 ათასი დოლარის.
ირკვევა, რომ საქართველოდან სომხეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია.
საქსტატის ინფორმაციით, სომხეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია მადნები და სპილენძის კონცენტრატებია.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა