დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე ₾60 მილიონის სახაზინო ვალდებულებების გასხვისება იგეგმება

დღეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე ₾60 მილიონის სახაზინო ვალდებულებების გასხვისება იგეგმება

05-09-2023 11:30:20

დღეს,  5 სექტემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო აუქციონებზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD24307439) და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 3.4 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 5 წლიანი) მქონე სახაზინო ობლიგაციებს (GETC27127058) განათავსებს.

სახაზინო ობლიგაციების (GETC27127058) აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები