სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდებაა, სავაჭრო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა $1 მილიარდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„სომხეთი არის რიგით მე-6-ე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის და რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა. გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი გვესტუმრა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დღეს ხელი მოეწერა სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ტრადიციულად ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა. შეიძლება ასე ითქვას, დე ფაქტოდ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ , - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
უახლესი
11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა11 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო