დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ეროვნულ ბანკში 12:00 საათზე დაიწყება.
ბოლო მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთი 10.25%-ს შეადგენს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც აგვისტოში გაიმართა განაკვეთის 0.25პპ-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ,რომ ეროვნულმა ბანკმა 11%-მდე გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მაისიდან დაიწყო. განაკვთი ჯერ 0.5 პროცენტული პუნქტით, შემდეგ კი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2023 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 9.8% იქნება.
უახლესი