ხინკლის ლეგენდარული დაბადების დღე წელს უფრო ლეგენდარულ დღესასწაულად გადაიქცევა ბაზარი ორბელიანზე!
21 ოქტომბერს ორბელიანის ბაზრის ცენტრალურ სცენას ყველაფრის ისტორიაში პირველად ხინკლის საუცხოო ოსტატებს დაეთმობათ, ყველასთვის საყვარელი ტრადიციული და ჯერ არნახული გემოების ზეიმისთვის.
გამოფენა-გასინჯვაში მონაწილეობენ ქალაქის თითით საჩვენებელი სახინკლეები:
ამო რამე
ასი ხინკალი
მეფე და ჩიტი
ხინკალი Factory
მუჭა-მუჭა
გამაოგნებელ ხინკალთან ერთად 18:00-დან გელოდებათ:
- ხინკლის შემზადების მასტერკლასი
- ხინკლის უპირობო სიყვარულის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი
- განსაკუთრებული მუსიკალური სტუმარი
- ხინკლის დაბადების დღის აღნიშვნის ოფიციალური “ღიპლომები”
- ათასნაირი ლუდისა და ხინკლის დაბადების დღის განუყრელი მეგზურის ჭაჭა “ბოდიშის” ულევი რეზერვები
ღონისძიებაზე დასასწრებად
აუცილებელია თან იქონიოთ უდიდესი მადა და ხინკლის სიყვარულით სავსე გული.
ხინკალიკაიარი!
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი