„თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა, Top gear-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანიის პრიორიტეტია საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით, მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გაუმარტივოს.
„თითქმის სამი ათეული წელია, ბაზარზე ვართ და ჩვენი პრიორიტეტია, საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ. ამავე დროს მუდმივად მივყვებით ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ვნერგავთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში და მაღალი დონის მომსახურებით ვპასუხობთ მომხმარებლის მოლოდინებს.
მსოფლიო სტანდარტების დანერგვა და მდგრადი მიზნების მისაღწევად რეგიონში ძირეული ცვლილებების გატარება ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს, პირველ რიგში, მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრებისა და შოურუმების მშენებლობაა.
მაგალითად, ჩვენი ახალი სერვისცენტრის შენობა სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და აქვს შესაბამისი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე დამონტაჟებული მზის პანელები საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს.
შენობის ტერიტორიაზეა განთავსებული ელექტროდამტენები, რაც სრულად პასუხობს თეგეტას მდგრადი განვითარების სტრატეგიას. ვფიქრობთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აყალიბებს ნდობას და ხელს უწყობს გრძელვადიან ურთიერთობებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის. მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიო მასშტაბით სანდო ბიზნესპარტნიორები ვართ,“- ამბობს ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.
„გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ს საკულტო გადაცემის Top Gear-ის საავტომობილო ჟურნალი „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი, ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსისაუკეთესო მაგალითია, რომ კომპანია მშენებლობაში ელექტრიფიცირების სტანდარტებს იცავს. შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. მზის პანელების დიდი ნაწილი თეგეტამ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით დაამონტაჟა.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ „თეგეტა“ უზბეკეთში - Mobil-ის დილერი, 2024 წლის იანვრიდან კი აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, ასევე MAN-ის ავტობუსებით მოამარაგა როგორც საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ისე მეზობელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი. სტატიის დასკვნით ნაწილში კი Top Gear წერს, რომ ჰოლდინგს წინ ამბიციური გეგმები აქვს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ სტატიის წაკითხვა Top Gear-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
უახლესი