ნავთობის ფასმა მატება 29 სექტემბერს შუადღისას დაიწყო. მსოფლიო ბირჟების მონაცემებით, Brent-ის ნოემბრის ფიუჩერსები პარასკევს, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 0,58 დოლარით (0,61%) გაიზარდა და ბარელზე 95,96 აშშ დოლარი შეადგინა. გაძვირდა დეკემბრის კონტრაქტებიც 0,84 აშშ დოლარით (0,9%) და ბარელზე 93,94 დოლარი შეადგინა.
WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე 1,17 დოლარით (1,28%) გაიზარდა და ბარელზე 92,88 დოლარამდე შეადგინა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, WTI-ს შეუძლია დაასრულოს კვარტალი საუკეთესო მაჩვენებლით 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ, საუდის არაბეთის გადაწყვეტილების წყალობით, გაახანგრძლივოს წარმოების ნებაყოფლობითი შეზღუდვები წლის ბოლომდე.
ამ კვირის დასაწყისში აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რეზერვები კუშინგის ტერმინალში, სადაც NYMEX-ით ვაჭრობის ნავთობი ინახება, გასულ კვირას 943 ათასი ბარელით შემცირდა, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Saxo Bank-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კუშინგში მარაგები 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს უახლოვდება.
"მომავალ თვეებში მიწოდებისთვის განკუთვნილი ნავთობი მნიშვნელოვანი პრემიით ივაჭრება, რაც მიწოდების ნაკლებობაზე მიუთითებს", - წერენ Commerzbank AG ანალიტიკოსები ბარბარა ლამბრეხტის ხელმძღვანელობით. „ამავდროულად, ნავთობზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს დეფიციტს ბაზარზე, რასაც მოწმობს რეზერვების კლებაც“.
პარასკევს დილით ნავთობის მსოფლიო ფასი ოდნავ გაიზარდა. ამავდროულად, სექტემბრის ბოლოს, კვოტირების ზრდა შეიძლება იყოს დაახლოებით 10%, ხოლო კვარტალში - მინიმუმ 25% ბაზარზე დეფიციტის შიშის ფონზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამას ბაზრის მონაცემებიც ცხადყოფს. კერძოდ, Brent-ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი გაიზარდა 0,08%-ით, ბარელზე 93,17 აშშ დოლარამდე, ხოლო WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსებით - 0,11%-ით და 91,81 დოლარამდე.
თვის დასაწყისიდან ორივე ბრენდის ფასი გაიზარდა შესაბამისად 7.3%-ით და 9.8%-ით, ხოლო კვარტლის დასაწყისიდან ზრდა შეფასებულია თითქმის 25%-ით და 30%-ით. ივნისის ბოლოს Brent-ის ნავთობი დაახლოებით 74,9 დოლარი ღირდა, WTI - 70,6 დოლარი ბარელზე.
ნავთობის ფასები ბაზარზე შესაძლო დეფიციტმა წაახალისა, რადგან OPEC+-ის ქვეყნები წარმოების შემცირებას განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ ოპეკი (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანების ორგანიზაცია) არის კარტელი, რომელშიც შედიან ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ალჟირი, ანგოლა, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა. ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან ინდონეზია, ეკვადორი და კატარი. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში, ავსტრიაში მდებარეობს.
უახლესი
5 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი