დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმები 269%-ით გაიზარდა

თბილისში, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმები 269%-ით გაიზარდა

20-05-2023 10:00:44

 

 

ოთხ თვეში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმების მოცულობამ 4,801,294.90 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესულ თანხაზე 269%-ით მეტია. 

2022 წლის იანვარ-აპრილში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში ​1,299,603.09 ლარი შევიდა. 

აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტში შესული თანხების  სრული მოცულობა 5,020,614.31 ლარს შეადგენს. 

პარკირების წესები

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები