თბილისის მერის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე დღეს, სადღესასწაულო ღონისძიების გარეშე აინთება.
როგორც კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღესვე ჩაირთვება საახალწლო ილუმინაციებიც.
„როგორც მოგეხსენებათ, ტრადიციულად, დეკემბერის დასაწყისში თბილისში ვრთავთ ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთება მთავარი ნაძვის ხე. ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას.
თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება - ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
უახლესი
3 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს8 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები16 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები18 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს