სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე კომპანიებს მათზე მორგებულ ქონებრივი რისკების დაზღვევას და შესაბამის პროდუქტებს სთავაზობს.
როგორც Business Insider Georgia-ს “უნისონის” არასიცოცხლის დაზღვევის ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ურიათმყოფელი განმარტავს, ენერგეტიკა და მათ შორის განახლებადი ენერგია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სექტორს წარმოადგენს. განახლებადი ენერგეტიკის განვითარების გზაზე კი სადაზღვევო ბიზნესის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„იმ მდიდარი რესურსებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია, უაღრესად დიდია მისი განვითარების პოტენციალიც. სწორედ ამ განვითარების გზაზე დაზღვევის მხარდაჭერასა და სადაზღვევო ბიზნესის როლზე იყო დღეს საუბარი.
როგორც ვიცით, რეალურად გვაქვს როგორც ქვეყანას იმის შანსი, რომ ენერგიის დისტრიბუტორებიც კი გავხდეთ და ერთგვარი ჰაბი ვიყოთ რიგი ქვეყნებისთვის, დასანანია, რომ არსებული რესურსებიდან მხოლოდ 20-22% არის ათვისებული ამ ეტაპზე, თუმცა მთავარია რომ წინსვლა იგრძნობა, და კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ასოციაციის მიწვევით ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამას მოწმობს, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა GREDA-ს და ქალბატონ მაია მელიქიძეს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ სახელით.
ფაქტია, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას ეს სექტორი, ისევე როგორც სადაზღვევო სფერო საქართველოში, და პირველ რიგში ესაა ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, დარგის ექსპერტების სიმცირე და სხვა, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალურ მზაობას ვუცხადებთ სექტორს და ის პრეზენტაცია, რაც უნისონმა შეთავაზების სახით წარმოადგინა დღეს უფრო მეტად დაცულს და ფინანსურად მყარს გახდის ენერგო სექტორს.
ჩვენი გამოვყავით სამი ძირითადი კომპონენტი დაზღვევის მიმართულებით:
1. გარდა იმისა, რომ არა მარტო ქონებრივ რისკებზე, არამედ ზოგადად სადაზღვევო პროდუქტებზე საუკეთესო ტარიფითა და პირობით ისარგებლებენ, ჩვენი რისკების მართვა გამყარებული იქნება უმაღლესი რეიტინგის გადამზღვეველი კომპანიების მხარდაჭერით, ეს კი მცირე და საშუალო ელექტროსადგურებს საშუალებას მისცემს საოპერაციო ეტაპზე ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევა ჩვენი რისკების მართვის გუნდს გადმოაბაროს;
2. ზარალების მართვისას შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა - Loss adjuster service, რომლების სწორი შეფასების და სამართლიანი დასკვნების დადების შესაძლებლობას იძლევა. და 3. მოვუმზადოთ კვალიფიციური, მრავალპროფილური „სურვეი რეპორტი“(Survey Report), მოვიწვიოთ დარგის უცხოელი სპეციალისტები და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით სწორი შეფასებები გავუკეთოთ, რაც დაინტერესებულ კომპანიებს დაეხმარებათ როგორც ბიზნესის განვითარებასა და მართვაში, ასევე ინვესტორების მოძიებაში, რაც უკვე ბაზარს საკმაოდ სტაბილურს და სანდოს გახდის საინვესტიციო თვალსაზრისით“, - აღნიშნა „უნისონის“ არასიცოცხლის დაზღვევის ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ურიათმყოფელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) წევრი კომპანიებისთვის მორიგი შეხვედრა გამართა და დარგში მიმდინარე პროცესები განიხილა.
ასოციაციის მენეჯმენტისა და წევრების შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ასევე სადაზღვევო კომპანია “უნისონის” პრეზენტაციას, რომელმაც GREDA-ს წევრებისთვის სპეციალურად შექმნილი სადაზღვევო პაკეტები წარმოადგინა, რომლებიც განახლებადი ენერგიის ობიექტების სადაზღვევო საჭიროებებზეა მორგებული და სექტორს რისკების შესამცირებლად და ინვესტიციების დასაცავად ყოვლისმომცველ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
უახლესი