დანიის ხელისუფლებამ ავიამგზავრებისთვის “მწვანე გადასახადის” შემოღება დაანონსა, რომლის გადახდაც მგზავრს ყველა რეისზე მოუწევს.
გადასახადის მოცულობა მარშრუტის სიგრძეზე იქნება დამოკიდებული. შიდა ფრენებზე ეს იქნება დაახლოებით $9, შუალედურ ფრენებზე – $35, შორდისტანციურ ფრენებზე – $56.
„მწვანე გადასახადიდან” მიღებული შემოსავლის ნახევარი შიდა ფრენებზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენებაზე გადასვლას მოხმარდება. ხოლო მეორე ნაწილი ხანდაზმულთათვის პენსიების ზრდას.
ეს ინიციატივა არის ქვეყნის კიდევ ერთი მცდელობა საავიაციო ინდუსტრიიდან ემისიების მინიმიზაცია მოახდინოს. პროექტის განხორციელება 2025 წელს დაიწყება.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა