მას შემდეგ, რაც დასრულდება კვლევა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა თბილისში ახალი აეროპორტების მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობასთან დაკავშირებულ კითხვის პასუხად განაცხადა.
მინისტრის თქმით, შესაბამისი კვლევის განხორციელებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს და მას შემდეგ, რაც დასრულდება კვლევა, შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით.
„თუმცა, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, აქ შეიძლება არ იყოს სუვერენული დაფინანსების საჭიროება, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აეროპორტის არსებული მოდელი არის იმდენად მომგებიანი, რომ შესაბამისი შემოსავლები უზრუნველყოფდეს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას სუვერენული გარანტიების და სახელმწიფოს მხრიდან სუვერენული ჩარევების გარეშე. დღეს არსებული ბიზნესმოდელი ამის შესაძლებლობას იძლევა, თუმიქნება ცა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საბოლოო კვლევა როგორ დასრულდება. თუ ამისი საჭიროება იქნება, ეს ბიუჯეტში შემდგომ აისახება, თუმცა ჩვენი წინასწარი შეფასებით, აეროპორტების შემოსავლები და მომგებიანობა იმდენად მაღალია, რომ აქ, დიდი ალბათობით, შესაძლებელია არც იყოს სახელმწიფოს მხრიდან სუვერენული დაფინანსების საჭიროება. აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო შესაძლებელია ფლობდეს, თუმცა კომპანიის, რომელიც მოემსახურება ამ აეროპორტს, შემოსავლებმა სრულად უზრუნველყოს იმ ვალდებულებების გადახდა, რა ვალდებულებებიც იქნება აღებული აღნიშნული მშენებლობის და რეაბილიტაციის ფარგლებში“, - განაცხადა მინისტრმა.
უახლესი
1 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება