დაახლოებით 1200 ადამიანზეა გათვლილი 7 ჩარტერი, დარწმუნებულები ვართ, რომ ვიხილავთ ბევრ ქართველ ქომაგს ხვალინდელ თამაშზე გერმანიაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი იყო.
„ერთი - რა თქმა უნდა, ის, რომ ბევრ ქართველ ქომაგს ჰქონოდა შესაძლებლობა, ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის გერმანიაში თამაშის დროს. მეორეს მხრივ, ავიაბილეთების ღირებულება უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ბილეთების ღირებულება იქნება სუბსიდირებული - ერთი გზა 195 ევრო. დაახლოებით 1200 ადამიანზე არის გათვლილი აღნიშნული 7 ჩარტერი. მოთხოვნიდან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ვიხილავთ ბევრ ქართველ ქომაგს ხვალინდელ თამაშზე გერმანიაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
უახლესი
11 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება