COKE STUDIO არის გლობალური მუსიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველაზე ცნობილდა წარმატებულ შემსრულებლებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებიც ქმნიან მუსიკალურ კოლაბორაციებს მსოფლიოს მასშტაბით.
COKE STUDIO წარმოიშვა ბრაზილიაში 2007 წელს, როგორც მუსიკალური პროექტი, რომლის მიზანი იყო ორი ბრაზილიელი შემსრულებლის განსხვავებული მუსიკალური სტილის შერწყმა. ეს კონცეფცია მოგვიანებით სამოქმედო სტრატეგიად მიიღო Coca-Cola Company-ს მარკეტინგის დეპარტამენტმა.შოუმ სწრაფად მოიპოვა დიდი მოწონება მაყურებლებში.
საქართველო წელს პირველად შეუერთდება ამ გლობალურ პროექტს, ქართველი შემსრულებლების ნამუშევრები განთავსდა Coke Studio-ს ოფიციალურ Youtube არხზე რისი საშუალებითაც ისინი ამ უნიკალური და უზარმაზარი მუსიკალური ჰაბის ნაწილი გახდნენ. პროექტი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს, თავიანთი მუსიკა გააცნონ მსმენელებს მთელს მსოფლიოში, დაეხმარება მათ მუსიკალური კოლაბორაციის გზით კომუნიკაცია განახორციელონ ახალ მუსიკალურ კულტურებთან, ითანამშრომლონ სხვა ქვეყნების მუსიკოსებთან, მოიზიდონ მსმენელთა ახალი აუდიტორია, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისათვის.
COKE STUDIO-ს ფარგლებში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: Sam Smith, Jon Batiste, Imagine Dragons, Tems, Ari Lennox, Tesher და სხვა.
ქართულ პროექტში მონაწილეობას იღებენ როგორც უკვე ძალიან ცნობილი და პოპულარული, ასევე დამწყები ქართული ბენდები, რომლებიც ჟანრობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება. კოკა კოლა აძლევს ახალგაზრდა შემსრულებელს კიდევ ერთ შესაძლებლობას გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და გააცნონ საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებას.
Coke Studios მონაწილეები საქართველოში:
გადაღებები უკვე დასრულებულია და მსმენელს მათი ერთობლივი ნამუშევრების ხილვა Coke Studio გლობალის Youtube არხზე შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ COKE STUDIO-ს მიზანია მხარი დაუჭიროს ნიჭიერი მუსიკოსების განვითარებას მუსიკალურ ინდუსტრიაში და ასევე დააკავშიროს ისინი ახალ აუდიტორიასა და მუსიკასთან, რაც სამომავლოდ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასაც გულისხმობს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი