გამაგრილებელი სასმელების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა Coca-Cola Co-მ 2024 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება 2%-ით, ხოლო შემოსავალი 3%-ით გაზარდა.
როგორც Coca-Cola-ს პრესრელიზშია ნათქვამი, მისი წმინდა მოგება ბოლო კვარტალში 3,18 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ერთ აქციაზე მოგებამ 0.74 დოლარი შეადგინა.
ირკვევა, რომ Coca-Cola-ს კვარტალური შემოსავალი 11,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ რდესაც ერთი წლის უკან აღნიშნული მაჩვენებელი 10,98 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ჩრდილოეთ ამერიკაში Coca-Cola-ს შემოსავალი გაიზარდა 7%-ით, ლათინურ ამერიკაში - 10%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - 7%-ით, EMEA-ს რეგიონში კი (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) - 3%-ით შემცირდა.
2%-ით გაიზარდა გაზიანი გამაგრილებელი სასმელების გაყიდვები, 2%-ით გაიზარდა წვენების, რძის და მცენარეული სასმელების გაყიდვები, 2%-ით შემცირდა წყალი, სპორტული სასმელებისა, ყავა და ჩაის რეალიზაციის მაჩვენებელი..
Coca-Cola-ს პროგნოზით, ორგანული გაყიდვების ზრდა წელს 8-9% (ადრე მოსალოდნელი ზრდა 6-7%) იქნება. Coca-Cola კვლავ ელის, რომ მთლიანი წლის განმავლობაში კორექტირებული მოგება 4%-დან 5%-მდე გაიზრდება.
უახლესი