დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Coca-Cola და SSC Napoli ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს ბოთლების წარმოებაზე შეთანხმდნენ - Napolitoday

Coca-Cola და SSC Napoli ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს ბოთლების წარმოებაზე შეთანხმდნენ - Napolitoday

14-06-2023 13:17:45

იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს 0.5 ლ  ბოთლების ლიმიტირებულ წარმოებასთან დაკავშირებით, კომპანიასა და SSC Napoli-ს შორის შეთანხმება შედგა.

„აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებული გამოშვების, 500 მლ ბოთლები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოში მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე და არის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მხარდაჭერის პროექტის ნაწილი, რომელიც გაიმართება წელს საქართველოსა და რუმინეთში.

ეს არის კლუბის SSC Napoli-ის და კომპანია Coca-Cola-ს პარტნიორობის და მეგობრობის შემდგომი (რიგით მეორე) დადასტურება, რომელიც გასული წლიდან კლუბ SSC Napoli-ს გლობალური პარტნიორია“, - წერს იტალიური მედია.

კვარაცხელიას გამოსახულება „კოკა-კოლას“ პროდუქციაზე, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ იყო, მაისში გამოჩნდა. „კოკა-კოლა" კი საქართველოსა და რუმინეთში ამ ზაფხულს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია.

რის შემდეგაც „ნაპოლის“ „კოკა-კოლასა" და ხვიჩა კვარაცხელიას შორის შესაძლო სარეკლამო გარიგების თაობაზე კითხვები გაუჩნდა, და უალკოჰოლო სასმელების ამერიკულ გიგანტის მარკეტინგისა და რეკლამის სამსახურთან ამ საკითხის გარკვევა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას 100%-იან სარეკლამო უფლებებს Napoli ფლობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები