CNN წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლოში მისვლის შემდეგ
ოფიციალურად დააკავეს.
სასამართლოს გარეთ კი, სადაც ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი, ვნებათაღელვაა.
ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.
30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს.
მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის $130 000 გადახდის შესახებ.
უახლესი