„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს დაეთმო. კვირეულის გახსნის ცერემონიაზე ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. მეორე წელია, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებული საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორი, „ვოლვო ქარ საქართველოა“.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველოსთვის“ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ უკვე მეორე წელია, სწორედ არტისტების გაძლიერების მიზნით ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, რომ გასული წლის თანამშრომლობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამან განსაზღვრა ის, რომ ფოტოკონკურსის პარტნიორობას წელსაც ვაგრძელებთ. გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ მიზნის მიღწევაში, რასაც „ქოლგა თბილისი ფოტო“ ემსახურება. ფოტოკონკურსზე გამოვავლინეთ ჩვენი რჩეულიც - ნინია საბაძე, რომელსაც „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური პრიზი გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ფოტოგრაფია, ისევე, როგორც ხელოვნების სხვა სფეროები, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო რუკაზე წარმოსაჩენად“.
ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოში“ 50-მდე ქვეყნის დაახლოებით 500 ფოტოგრაფი მონაწილეობდა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დაასახელა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, საუკეთესო კადრი, მობილური ფოტო და კონცეპტუალური ფოტოპროექტი, რომელშიც დაშვებული იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრების ატვირთვა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ამერიკელი ფოტოგრაფები - სტივენ ბენსონი, ჯეფრი ვოლინი, სოლ რობინსი და ჯესიკა ჰაინსი; ქართველი ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და გერმანელი გალერისტი და კურატორი თინა შელჰორნი. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.
უახლესი
10 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი