დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი სასტუმრო ამ ეტაპზე აქტიურადაა ჩართული სამაშველო პროცესში - G&M Shovi-Racha Resorts

ჩვენი სასტუმრო ამ ეტაპზე აქტიურადაა ჩართული სამაშველო პროცესში - G&M Shovi-Racha Resorts

07-08-2023 19:15:25

 

G&M Shovi-Racha Resorts-ის ადმინისტრაცია, შოვში სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმაურება. სასტუმრო 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩნდა. 

„პირველ რიგში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის, ადამიანები ვაძლიერებთ ერთმანეთს ასეთ დროს.

ჩვენი სასტუმრო ამ ეტაპზე აქტიურადაა ჩართული სამაშველო პროცესში, გმირი მაშველები თავდაუზოგავად შრომობენ რომ დროულად მოხდეს ყველა დაკარგულის პოვნა.

თქვენი თითოეულის თანადგომა და კეთილი სურვილი გვაძლებინებს ამ ყველაფრის შემხედვარეს, მადლობა ადამიანებო ადამიანობისთვის“, - ნათქვამია Facebook-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები