დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი საფინანსო სექტორი არის ძლიერი და მდგრადი როგორც არასდროს - ნათია თურნავა

ჩვენი საფინანსო სექტორი არის ძლიერი და მდგრადი როგორც არასდროს - ნათია თურნავა

20-09-2023 23:38:27

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი Live “-ში განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის ძლიერი და მდგრადი როგორც არასდროს.

„მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, ამას ვაცხადებ არა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ სრულიად საბანკო სისტემასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციის შედეგად, ჩვენი საფინანსო სექტორი არის ძლიერი და მდგრადი როგორც არასდროს“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია იმ ხელოვნურად გავრცელებულ შიშებს, რომ თითქოს შეიძლება საბანკო სერვისებით სარგებლობისას მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ. „საკმარისი ლიკვიდობა გააჩნიათ ბანკებს. წვდომა საბანკო სერვისზე ჩვენ სისტემაში დღესაც, ხვალაც, ნებისმიერ დროს იქნება უზრუნველყოფილი. მეტსაც გეტყვით, ფინანსური თვალსაზრისით სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში ხორციელდება შეუფერხებლად. ეს არის ტურიზმის აღდგენა, საერთაშორისო ვაჭრობა, გზავნილები და სრული თავისუფალი ხელმისაწვდომობა არის ლარის რესურსზე. არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებიან ანგაჟირებული პოლიტიკოსების განცხადებებს“, - აღნიშნა თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები