კომერციული ბანკების ინვესტორებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, იმისათვის, რომ მათ ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოს საფინანსო სექტორის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების მხრიდან ძირითად საკითხებზე პასუხები ამომწურავადაა გაცემული.
„სებ-თან დაკავშირებით გეტყვით, რომ რულია რაიმე დავამატო, რადგანაც ქალბატონმა ნათია თურნავამ საზოგადოებას ძალიან დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამომწურავადაა გაცემული პასუხები ძირითად საკითხებზე. ჩემი მხრიდა მინდა დავამატო, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ ეს აჟიოტაჟი დამაზიანებელიახოლმე, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. ეს ძირითადად აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის ისე საფინანსო სექტორის. საფინანსო სექტორი საკმაოდ მგრძნობიარეა. ამიტომ კიდევ ერთხელ, პასუხისმგებლობა იმას მოითხოვს, რომ ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ. გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ბანკების, ძირითადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და აქ ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი.
გარკვეულობა არსებობს და ბანკებიც დღეს არის აბსოლუტური სიმშვიდე. სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი, მინდა გითხრა, რომ მდგრადია საფინანსო სექტორი. უბრალოდ შესაძლოა განგებ ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით დავაზიანო. ეს არის პასუხისმგებლობა, იგივე პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. ჩვენ ბანკებთან გაქვს მჭიდრო კავშირი ბანკებს არ აქვთ პრობლემა და ჩვენ სამუშაო რეჟიმი ძირითად გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ. ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე როგორც არასოდეს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
უახლესი
18 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO19 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში