დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 7,4%-ი გვექნება - თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 7,4%-ი გვექნება - თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი

31-07-2024 16:00:00

თიბისი კაპიტალის პროგნოზით 2024 წელს დაახლოებით 7,4%-იანი ზრდა გვექნება, რაც იმას გულისხმობს, რომ გარკვეული ნორმალიზება მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია. 

როგორც ეკონომისტი განმარტავს, თიბისი კაპიტალის პროგნოზით ივნისში ეკონომიკური ზრდა 8,1%-ის დონეზე იყო ნავარაუდევი. ნადარაიას განმარტებითვე, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში წამყვან როლს კვლავაც ტრადიციული ტურიზმი ინარჩუნებს. 

„მთავარი ფაქტორი ვიტყოდი, რომ არის ტრადიციული ტურიზმი. ამასთან, ანალიტიკური გაანგარიშებით გზავნილების მოცულობაც მზარდია, გვაქვს გარკვეული პოზიტიური ტენდენცია ადგილობრივი ექსპორტიდან, თუმცა მთელი წლის კონტრიბუცია, სავარაუდოდ, ძლიერი ვერ იქნება.
დაკრედიტება ამ ეტაპზე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენი პროგნოზით, მიგრაციის ეფექტი დაახლოებით იმავე დონეზე დარჩება, რაც შარშან იყო. ეკონომიკური ზრდის მთავარი და ყველაზე ძლიერი ფაქტორი არის ტრადიციული ტურიზმი, მიგრაციის გარეშე“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები