დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი პროდუქციის უპირატესობა მაღალი ხარისხია - „დასავლელი ფერმერი“

ჩვენი პროდუქციის უპირატესობა მაღალი ხარისხია - „დასავლელი ფერმერი“

03-10-2023 10:00:08

„იმერული გემო“ თბილისში უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი. „დასავლელი ფერმერის“ პროდუქტის შეძენა ცალკეული მაღაზიათა ქსელის გარდა, თბილისში უკვე საკუთარ საფირმო მაღაზიაშია შესაძლებელი, რომელიც ზაჰესში, ჭიჭინაძის ქ. N10ბ-ში მდებარეობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „დასავლელი ფერმერის“ დირექტორის მოადგილემ ზურაბ წერეთელმა განაცხადა, „დასავლელი ფერმერი“ ბაზარზე უკვე 15 წელია რაც ოპერირებს, თუმცა შეფუთვა და ბრენდირება კომპანიამ 2-3 წლის უკან დაიწყო და საცალო ქსელში „იმერული გემო“-ს საფირმო ნიშნით პოზიციონირებს. 

„პირველი საფირმო მაღაზია თბილისში რამდენიმე დღის უკან გავხსენით. წარმოება გაქვს დასავლეთ  საქართველოში, ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ და პროდუქცია შეგვაქვს „დეილის“, „ზღაპარის“ ქსელებსა და სხვადასხვა წვრილ მაღაზიებში.

ნედლი პროდუქციის პარალელურად, საფირმო მაღაზიაში ვყიდით ასევე გაყინულ ხორცსაც, ესაა მთლიანი ქათამი თუ სხვადასხვა ნაწილები: ფილე, ბარკალი, კისრის ნაწილი და ასე შემდეგ. 

ჩვენი პროდუქციის უპირატესობაა მაღალი ხარისხი. საფასო სეგმენტი იგივეა, რაც სხვა კომპანიების. ამ მიმართულებით ვერ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო დაბალი ფასები გაქვს, რადგანაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არ ჯდება იაფი. პირდაპირ რომ გითხრათ, ხარისხი ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენი პროდუქციაა. კვერცხიც და ხორციც არის მაღალი ხარისხის, რადგანაც იმ საკვებს, რომელსაც ჩვენ ქათამს ვაჭმევთ უმაღლესი ხარისხისაა“, - აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე. 

„დასავლელი ფერმერის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ გაზრდილი რეალიზაციის ფონზე დღის წესრიგში დგება წარმოების გაფართოებაც.

ზურაბ წერეთელი აცხადებს, რომ არსებული საფირმო მაღაზიის რეალიზაციის მაჩვენებლებიდან გამომდინარე გადაწყდება სავაჭრო ობიექტების გაფართოების კონკრეტული სქემაც, თუმცა კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლომდე თბილისში მეორე საფირმო მაღაზიის გახსნა მოასწრონ.

კომპანიის გეგმებია ასევე საფირმო მაღაზიის გახსნა ქუთაისშიც, სადაც „იმერულ გემოს“ უფრო კარგად იცნობენ და მოთხოვნაც უფრო მაღალია. 

იმერეთში, მდინარე წყალწითელას ხეობაში, ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ განთავსებული მეფრინველეობის ფერმა „დასავლელი ფერმერი“ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს. სამუშაო პროცესის ყველა საფეხური HAACP-ის სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„დასავლელი ფერმერი“ 15 წლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებს ნატურალური პროდუქტის, უმაღლესი ხარისხისა და უცვლელი გემოს გარანტიას ჰპირდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები