„ამელის“ ყვავილების საშემოდგომო კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, - ამის შესახებ „ამელის“ თანადამფუძნებელმა ნუკა ჩოხელმა Business Insider Georgia-ს განუცხადა.
„მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ კომპოზიციებს, რომელიც სეზონურობას უფრო მეტად უსვამს ხაზს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ბოსტნეულისა და ხილის დეკორის გამოყენება თაიგულებში. მაგალითად, ბროწეულსა და ლიმონს ვიყენებთ თემატურ თაიგულებში“, - ამბობს „ამელის“ თანადამფუძნებელი.
მისი თქმით, Amelie Flowers Shop-ის მამოძრავებელი ძალაა მუდმივად განახლებადი ახალი კოლექციები და ერთგული მომხმარებლები.
რაც შეეხება ყვავილების ბაზარზე არსებულ კონკურენციას, როგორც „ამელის“ თანადამფუძნებელი ამბობს, არსებულ გამოწვევას ახალი კოლექციებით უმკლავდებიან.
„ამელის“ თავისი ნიშა აქვს ბაზარზე. კომპანიის ბრუნვაზე არასოდეს არ აისახება ის, ბაზრის რომელიმე მოთამაშე საცალო გაყიდვებში პოზიციონირდება. ჩვენს თაიგულებზე ყოველთვის უფრო მეტი მოთხოვნაა ვიდრე მიწოდება შეგვიძლია“, - ამბობს ნუკა ჩოხელი.
რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, „ამელის“ საშუალო მომხმარებლები არიან ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ 200-250 ლარის ღირებულების თაიგულის შეძენა.
„თუმცა „ამელის“ შეუძლია ნებისმიერ ბიუჯეტში ყვავილის შერჩევა“, - ამბობს ნუკა ჩოხელი.
ყვავილების მაღაზია „ამელი“, ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს და ბაზარზე 8 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიაში სრულ განაკვეთზე 18 თანამშრომელი მუშაობს, ღონისძიებების დაგეგმვისას კი „ამელი“ დამატებით 50 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი