„Galt&Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტიდან 6,8 პროცენტამდე გაზარდა, რაც განპირობებულია მოსალოდნელზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით და იმ ტენდენციებით, რაც უკვე ორი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, კერძოდ, იანვარ- თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,4%-ს უტოლდება და ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საინვესტიციო სააგენტოს Galt&Taggart - ის მიერ გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებელი.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსგავსი ტიპის ანალიტიკური ორგანიზაციების შეფასებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეყრდნობიან და მათი მხრიდან ასევეა მოსალოდნელი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მატების მიმართულებით გადახედვა. მისი თქმით, როგორც წესი, წლის დასაწყისში სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ ანალიტიკური ორგანიზაციები უფრო კონსერვატიული პროგნოზებით შემოიფარგლებიან და აკვირდებიან ტენდენციებს, რის შედეგადაც თავიანთი პროგნოზების კორექტირებას ახდენენ.
„ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკაში წლის ბოლომდე შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რასაც ხელს უწყობს გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა, რაც ქვეყანაში ფიქსირდება. აგრეთვე მიმდინარე მნიშვნელოვანი ინტრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ასევე სტრუქტურული რეფორმები, რასაც საქართველოს მთავრობა ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდის მიმართულებით ახორციელებს," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
უახლესი
9 საათის წინ
ჰენკელი - ექსკლუზიურად გორგიაში