დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, უმუშევრობის დონე შევამციროთ იმ ნიშნულამდე, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს აქვთ - ვახტანგ ცინცაძე

ჩვენი მიზანია, უმუშევრობის დონე შევამციროთ იმ ნიშნულამდე, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს აქვთ - ვახტანგ ცინცაძე

19-02-2024 13:10:00

2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, გასულ წელს დასაქმებულთა რაოდენობა 41 ათასით, 1 მლნ 335 ათასი ადამიანამდე გაიზარდა.

„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით. კერძოდ, 2023 წლის ოთხივე კვარტალში გრძელდება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება.

შედეგად, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა.

კერძოდ, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 41 ათასით გაიზარდა და 1 მლნ 335 ათასი ადამიანი შეადგინა, ხოლო უმუშევრობის დონემ 16.4%-ი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. კერძოდ, ჩვენი მიზანია, რომ უმუშევრობის დონე შევამციროთ იმ ნიშნულამდე რომელიც ევროპის და ზოგადად მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს აქვთ“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში, გაგრძელდა დასაქმების მზარდი დინამიკა და კვარტალურ ჭრილში დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა. ასევე გაიზარდა სამუშაო ძალა. მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 67.5 ათასით და მილიონ 373 ათასი შეადგინა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა 0.7 პროცენტული პუნქტით და 15.4%-ს გაუტოლდა.

წლიურად 2023 წელს ასევე დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი. 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ასევე მაქსიმალური 44.5% შეადგინა. 
უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით (2022 წელს 17.3) და 16.4%-ით განისაზღვრა.

იმავდროულად, დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.
2023 წელს სამუშაო ძალა 44.7 ათასით გაიზარდა და მილიონ 596 ათასი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით და 53.3%-ს შეადგენს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები