დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, პროდუქციის 80% ექსპორტზე გავიტანოთ, რადგან ადგილობრივ  ჰიპერმარკეტებში შესვლა რთულია - „მაისის“ დამფუძნებელი

ჩვენი მიზანია, პროდუქციის 80% ექსპორტზე გავიტანოთ, რადგან ადგილობრივ ჰიპერმარკეტებში შესვლა რთულია - „მაისის“ დამფუძნებელი

16-07-2024 14:00:00

ჩვენი გეგმაა, რომ წარმოებაში 80% ექსპორტმა დაიკავოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხილის ნატურალური წვენების კომპანია „მაისის“ დამფუძნებელმა თორნიკე ჩხაიძემ განუცხადა.

„ამის წინაპირობა არის, რადგან აშშ-სა და დანიის მიმართულებებზე ვმუშაობთ და არის ინტერესი სხვა ქვეყნებიდანაც, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“, -ამბობს მეწარმე.

„მაისის“ დამფუძნებელი შეფასებით წარმოებისთვის,გაყიდვების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზარიც, თუმცა აქ არის გარკვეული გამოწვევები.

„პირველი, ეს არის საფასო პოლიტიკა. რადგან ჩვენი პროდუქცია არის ჯანსაღი და ნატურალური, მაღალ და საშუალო საფასო სეგმენტში ხვდება. დაგემოვნების შემდეგ, ლოიალური მომხმარებლების ბაზა მზარდი გვაქვს.

მეორე გამოწვევაა სავაჭრო ქსელებში შეღწევა. ეს ძალიან რთულია, რადგან სავაჭრო ქსელებთან კომუნიკაცია ცალკე გამოწვევაა. მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი პროდუქცია იყიდება „სპარში“, „აგროჰაბში“, „გუდვილსა“ და ნიკორას ობიექტებში, მაინც არ ვართ სრულფასოვნად იმ ფილიალებში წარმოდგენილი, სადაც ჩვენი სამიზნე მომხმარებელი შედის“, - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით, სავაჭრო ქსელების მიზანია საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია.

„სავაჭრო ქსელების მიზანი არ არის ქართული მეწარმეებისთვის ხელშეწყობა, ისინი კონკურენტებად აღგვიქვამენ“, - ამბობს თორნიკე ჩხაიძე.

„მაისის“ ნატახტრის ქარხანაში ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის გადამუშავება ხდება. როგორც მეწარმე ამბობს არ იყენებენ კონსერვანტებს და პროდუქცია 100%-ით ნატურალურია.

„ჩვენი მიზანია ქართული ხილი და მისგან მიღებული ნატურალური წვენი გახდეს პოპულარული. გორში ფერმერებისგან ვყიდულობთ ვაშლს, ხოლო ყურძენს კახეთის რეგიონიდან. გვყავს კონტრაქტორი და სანდო პარტნიორი ფერმერები. შემდეგ ხილის გადამუშავება ხდება ჩვენ მფლობელობაში არსებულ ქარხანაში, რომელიც ნატახტარში მდებარეობს. ვაწარმოებთ ძირითადად 5 დასახელების წვენს და ასევე ბაზრების მოთხოვნიდან გამომდინარე ვამზადებთ სხვა და სხვა შერეულ წვენებს“, - ამბობს თორნიკე ჩხაიძე.

მისი ინფორმაციით, ქარხნის წლიური წარმადობა 2,5 ათას ტონას შეადგენს, თუმცა ეს სიმძლავრე სრულად არ აქვთ ათვისებული. „მაისის“ წვენები იყიდება ჰიპერმარკეტებსა და ჰორეკა სექტორში. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული მუდმივად, ხოლო 15 სეზონურად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები