დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია მომხმარებელს ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის უფრო კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი პირობები შესთავაზოთ - SKYLOG

ჩვენი მიზანია მომხმარებელს ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის უფრო კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი პირობები შესთავაზოთ - SKYLOG

25-09-2024 13:00:00

ლოგისტიკური კომპანია SKYLOG -ი ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში China (Shenzhen) International Logistics and Supply Chain Fair (CILF) მონაწილეობს.

გამოფენა მნიშვნელოვანია იმ კუთხით რომ ის იმართება წლის ბოლოს და კომპანიებს ახალი წლის წინ ახალი კონტაქტების დამყარების და ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობა ეძლევათ.

SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე შენზენის საერთაშორისო ლოგისტიკისა და მიმწოდებელთა გამოფენაზე შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

გიორგი ზუმბაძის განცხადებით, SKYLOG-ი ჩინეთის ბაზარზე გაფაროებას აგრძელებს. კომპანიის მიზანია მომხმარებელს ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირების მხრივ უფრო უკეთესი, კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი პირობები შესთავაზოს საჰაეროს, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით.

China (Shenzhen) International Logistics and Supply Chain Fair (CILF) აზიაში წამყვანი გამოფენაა ლოგისტიკის, მიმწოდებლების, საპორტო, საჰაერო საგზაო და სარკინიგზო გადაზიდვების, საშიში/ნაყარი/ცივი ტვირთების, IT საინფორმაციო სისტემის, რობოტი/უპილოტო მანქანების, ახალი ენერგიის, თანამედროვე ტექნოლოგიების, სპეციალური მანქანების, ტრანსსასაზღვრო პროდუქტების, ელექტრონული კომერციისა და სხვა მიმართულებით.

გამოფენაში 2 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, ვიზიტორთა რაოდენობა კი დაახლოებით 240 ათასია.

CILF ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ინდუსტრიის მოთამაშეებისა და მყიდველებისთვის face2face შეხვედრების გასამართად და უახლესი ტენდენციების გასაცნობად.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები