კომპანია Roamingo უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს მსოფლიოს 190 ქვეყანაში. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს, მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ქვეყანა და შეიძინონ გიგაბაიტები ხელმისაწვდომ ფასად, სასურველი ვადით. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე Android-ის eSIM-თავსებად ტელეფონებთან. კომპანიის მიზანია, სწრაფი და მარტივი eSIM ინტერნეტის აპლიკაციით სარგებლობა მარტივ და კომფორტულ პროცესთან იყოს დაკავშირებული ყველა მომხმარებლისთვის. კომპანია ყველა მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე სწრაფ, იაფ და მარტივ სამოგზაურო ინტერნეტს.
2024 წელს თვეების მიხედვით, რა პროცენტით გაიზარდა თქვენი სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა?
კომპანია Roamingo საქართველოს ბაზარზე შემოვიდა 2024 წლის თებერვლიდან და ყოველთვიურად ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა ორმაგდებოდა, ზაფხულის სეზონიდან კი ყოველთვიური მაჩვენებელი თითქმის ოთხმაგდება.
რა არის თქვენი მიზანი საქართველოს ბაზარზე და როგორ ახერხებთ მომხმარებლების რაოდენობის ზრდას?
ჩვენი მიზანია, ყველა ქართველ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება გამოცადოს ხარისხიანი, სწრაფი და იაფი სამოგზაურო ინტერნეტი. აპლიკაცია იხვეწება ყოველდღიურად, მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მომხმარებლის უკუკავშირის პროდუქტთან და სერვისთან დაკავშირებით. შესაბამისად აპლიკაცია ერგება მომხმარებლების მოთხოვნებს.
ამასთანავე, მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა აქციებს ინტერნეტ პაკეტებზე. ამ ეტაპზე გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაციები და პარტნიორობის ფარგლებში არა ერთ ბენეფიტს იღებს ჩვენი მომხმარებელი. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას.
რა სიახლეებს გეგმავთ 2024 წელს ზოგადად კომპანიაში და კიდევ რა სერვისებს შესთავაზებთ მომხმარებელს?
2024 წლის ბოლომდე იგეგმება ახალი სერვისების დამატება აპლიკაციაში და კოლაბორაციები სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან. ამასთანავე, რადგანაც პროდუქტმა ვალიდაცია გაიარა საქართველოს ბაზარზე, უკვე მზად არის საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის. ამასთან დაკავშირებით, ძალიან მალე გვექნება საინტერესო სიახლეები მიმდინარე წელს.
p.s. Roamingo ცნობილ ქართულ ტექნოლოგიურ კომპანია Lemondo-სთან პარტნიორობით შეიქმნა, რომელსაც მრავალ წარმატებულ და პოპულარულ პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საქართველოს ბაზრის საჭიროებებს. აპლიკაცია რეკორდულად მოკლე ვადაში შეიქმნა და იგი თავიდანვე ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე Android-ის eSIM-თავსებად ტელეფონებთან.
Roamingo-ს ოფისი მდებარეობს თბილისში, პ.ქავთარაძის N19-ში. კომპანიაში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი.
უახლესი