„ჭრებალოს მარანის“ ღვინო იყიდება აშშ-სა და ბალტიის ქვეყნებში. ჩვენი მიზანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გასვლა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჭრებალოს მარნის “ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
„გვაქვს მცირე ვენახები და ძირითადად გლეხებისგან ვყიდულობთ ყურძენს. ვაწარმოებთ რაჭა-ლეჩხუმის ჯიშებისგან სხვადასხვა ღვინოებს, ნახევრად ტკბილსა და მშრალ წითელ და თეთრ ღვინოს. ვაწარმოებთ კლასიკური ტექნოლოგიით და რაღაც რაოდენობას ვაწარმოებთ ქვევრის ღვინოს. გვაქვს ასევე ჩვენი დამზადებული „რა ჭაჭა“. გვაქვს 7 სახეობის ღვინო მათ შორის „ხვანჭკარა“ და „ალექსანდროული“, ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა კუპაჟებს“, - განაცხადა სალომე ლეკიშვილმა.
საკუთარ ღვინოს „ჭრებალოს მარანის“ სარესტორნო სივრცეში იყენებენ, ხოლო წარმოების დიდი ნაწილი საექსპორტო ბაზრებისთვისაა განკუთვნილი.
„ღვინოს ვყიდით ადგილობრივ ბაზარზეც, ხოლო ჩვენი წარმოების 50% ექსპორტზე გაგვაქვს. ვცდილობთ ექსპორტის გაფართოებას და ახლა ამ თემაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა მეწარმემ.
„ჭრებალოს მარანი“, როგორც ღვინის მწარმოებელი, ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. მარნის წლიური წარმადობა საშუალოდ 10-15 ათასი ბოთლია“
უახლესი