დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე - ვახტანგ ცინცაძე

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე - ვახტანგ ცინცაძე

28-08-2024 14:00:00

6 თვის მაჩვენებლით საშუალო ეკონომიკური ზრდა 9%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, აღნიშნულს განაპირობებს ის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს, - ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს უმუშევრობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება და მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდილი მაჩვენებელი მთავრობის ეკონომიკურ გუნდში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. ასევე, ქვეყანაში ხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მხარს უჭერს კერძო ინვესტიციების განხორციელებას. ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კერძო სექტორს აქვს ნდობა იმ მაკროეკონომიკური პოლიტიკის, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და რაც მთავარია განვითარების და სტაბილურობის შეგრძნება“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები