დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ამბიციაა, რომ რეგიონში საავიაციო ჰაბი გავხდეთ  - პრემიერი

ჩვენი ამბიციაა, რომ რეგიონში საავიაციო ჰაბი გავხდეთ - პრემიერი

30-06-2023 12:13:12

ჩვენი ამბიციაა, რომ გავხდეთ რეგიონული საავიაციო ჰაბი და მოვემსახუროთ არამხოლოდ პირდაპირ რეისებს არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდი ნაკადებს, - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

​როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ მიზნის მისაღწევად მთავრობა ამ დროისთვის ორ ვარიანტზე მუშაობს, ესაა არსებული აეროპორტის გაფართოება ან ახალი აეროპორტის აშენება 

„ჯამურად აეროპორტების მგზავრთნაკადი დაუბრუნდება პანდემიამდელ მონაცემებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენ განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენებს შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს: ერთია არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს აქვს უფრო მეტი მინუსები და გვაქვს მეორე ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია, საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე.

ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საუკეთესო არქიტექტორთა ჯგუფების შერჩევა, კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყო 2024 წელს. მანამდე რა თქმა უნდა პროექტირებას დასჭირდება დრო. 

ჩვენი ამბიციაა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არამხოლოდ პირდაპირ რეისებს არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდი ნაკადებსაც. ამ მიზნით მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი.რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი. მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალები“, - განაცხადა პრემიერმა.  

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები