ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, თუნდაც იმ კანონით, - ამის შესახებ მედიასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.
პაპაშვილი მედიასთან აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა:
„ვფიქრობ, რომ ფაქიზი თემებია და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა. ზოგადად მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა და ორი საომარი პროცესი მიმდინარეობს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმაც გასათვალისწინებელია. აშშ მსოფლიოს ფლაგმანი ქვეყანაა და ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხდება. ამ მოვლენების ფონზე, [საქართველოსს] მთავრობის ვალდებულებაა, რომ ბეწვის ხიდზე გაგვატარონ. ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ რომ ეს სანქციები არ გაღრმავდეს“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.
მისი თქმით, ბანკები დასანქცირებულ პირებს უბრალოდ ვერ მოემსახურებიან, რადგან საკორესპონდენტო ბანკები არ მისცემენ ამის საშუალებას.
„რაც ეს პროცესი დაიწყო ჩვენ ვემუშავებით ხელისუფლებას და ჩვენი რჩევა იყო, როდესაც კრიზისი პიკზე იყო მეტი პიარი ყოფილიყო ქვეყანაში არსებული ვითარების და მეტი კომუნიკაცია. ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, თუნდაც იმ კანონით.
პოლიტიკური რყევების გამო მგონია სანქციები და არა რაღაცა ერთი კანონიდან გამომდინარე. კანონი გარდამტეხი ვერ იქნება ამაში. ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, თუნდაც იმ კანონით კანონი არის საბაბი, მიზეზი სხვაა, მსოფლიოში მიმდინარე ღრმა პოლიტიკური სიტუაციები“, - აღნიშნა პაპაშვილმა.
პაპაშვილის შეფასებით, სანქციები ბიზნესზე ცუდად აისახება.
„სამი თვის წინ ვნახეთ, რომ მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ლარის დევალვაცია იყო 90%-იანი. შესაძლოა, საათებით ჩამოიშალოს ეკონომიკა. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს. როცა მე ვარ ჩიხში და ვიღაცა მასანქცირებს ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ არ დამასანქციროს. მეტი მუშაობაა საჭირო“, - აღნიშნა პაპაშვილმა.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მიერ დაწესებული სანქციების გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ.
უახლესი